საქართველო სტალინის წინააღმდეგ
"საქართველო ბრალს დევს სტალინს სიტყვებისთვის საქართველო უნდა გადავხნათ, მეორენაირად ცხელი უთოთი გადავუაროთ" - ლაშა ბუღაძე საბრალდებო დასკვნას კითხულობს წიგნიდან, "საქართველო სტალინის წინააღმდეგ".
სიტყვას, რომელიც წესით სასამართლო სხდომათა დარბაზში უნდა წაეკითხათ მეოცე საუკუნის ყველაზე სასტიკი ტირანისთვის - საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის მთავარი შემოქმედისთვის, რომელსაც 35 მილიონი ადამიანის განადგურებისთვის პასუხი არასდროს უგია.
ეს წიგნი მემუარებზე, დეპეშებზე, რუსულ და ქართულ არქივებში დაცულ სამეცნიერო და უნიკალურ, დღემდე გამოუქვეყნებელ მასალებზე დაყრდნობითაა შექმნილი, იმ ადამიანების მონაყოლზე, რომლებსაც იოსებ ჯუღაშვილთან უშუალო შეხება ჰქონდათ ბავშვობიდან - სიცოცხლის ბოლომდე.