"თავგასულობის კლასიკური მაგალითი" - ნადირაძე შს მინისტრის სკანდალზე

21.01.24 11:10
"თავგასულობის კლასიკური მაგალითი" - ნადირაძე შს მინისტრის სკანდალზე

"შაბათის ეთერის" სკანდალური რეპორტაჟის შემდეგ ოპოზიცია ვახტანგ გომელაურს უფლებამოსილებისს გადამეტებაში ადანაშაულებს. ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე მომხდარს "თავგასულობის კლასიკურ მაგალითად" აფასებს. მისი თქმით, კონკრეტული პირები თავს უფლებას აძლევენ შეურაცხყოფა მიაყენონ პოლიციელებს მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ნათესავები მაღალჩინოსნები არიან. 

ეს არის თავგასულობის კლასიკური მაგალითი. იმის ნაცვლად, რომ მაგალითს აძლევდნენ მოქალაქეებს როგორ დაიცვან კანონი, როგორ დაემორჩილონ კანონს, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ნათესავები არიან მინისტრები, პარლამენტარები, შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელებს, იმ პოლიციელებს, რომელსაც ხელფასი ვერ გაუზარდეს და შესაბამისი პირობებით ვერ უზრუნველყვეს ამდენი ხნის განმავლობაში, - ამბობს ირაკლი ნადირაძე. 

შაბათის ეთერის სკანდალური გამოძიება განხილვის საგანი ხდება. გამომძიებელი ჟურნალისტებისს მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ პატრულ ინსპექტორს გომალურის სიძის გაჩერება არ აპატიეს. ანდრია სიხარულიძემ სისტემა სასამართლო დარბაზში ამხილა. 11 წლიანი სტაჟის მქონე კაცი ამტკიცებს, რომ მინისტრის დის ქმრისთვის ალკოტესტისს გავლის თხოვნა   მუქარის, ტერორის, შანტაჟისა და თავისუფლებისს აღკვეთისს ფასი დაუჯდა.