თბილისის ცენტრში რუსეთის მოქალაქეებმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს იერსახე დაუმახინჯეს
რუსეთის მოქალაქეებმა თბილისის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს იერსახე შეუცვალეს. აღამშენებლის 36 ნომერში მდებარე ისტორიული შენობა, ფაქტობრივად, ჩააბეტონეს. 1903 წელს ერასტი ჭავჭავაძის მიერ აშენებულ ნაგებობას კარი გადაუჭრეს, კიბე ამოუშენეს და ბეტონის ახალი ფენა გადაასხეს. ამბავი სამოქალაქო აქტივისტებმა სოციალური ქსელით გაასაჯაროეს.
კორპუსი, სადაც გიორგი პლეხანოვი ცხოვრობდა, დღეს იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაშია შეყვანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი უხეში ჩარევა, წესით, ჯარიმდება.
მას შემდეგ, რაც ამბით "პირველები დაინტერედა, დედაქალაქის მერიამ რუსეთის მოქალაქეს კულუტურული მემკვიდრეობის ძეგლისთის პირვანელი იერსახისდაბრუნება დააკისრა. დააკისრებენ თუ არა მას ჯარიმასაც, ჯერჯერობით უცნობია.
გუშინ დაკვიგაკვშირდნენ მერიიდან და გვითრეს, რომ დაშენება, რომელიც გავაკეთეთ, უნდა დაგვენგრია და პირვანელი სახე დაგვებრუნებინა შენობისთვის, რადგან ეს კულუტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყეთ სამუშაოები პირვანდელი სახის დასაბრუნებლად. მითხრეს, რომ ჯარიმა დიდია, თუმცა მომიწევს თუ არა ჯარიმის გადახდა, არ ვიცი. ორშაბათს ვარ მერიაში დაბარებული და უნდა ვიმსჯელოთ ამასთან დაკავშირებით, - ამბობს "პირველებთან" რუსეთის მოქალაქე.