ხანძარი სოხუმის ცენტრალური საგამოფენო დარბაზის შენობაში - დამწვარია სამხატვრო გალერეის კოლექცია
სოხუმში, ლაკობის ქუჩაზე, ცენტრალური საგამოფენო დარბაზის შენობას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა დაახლოებით დილის 04:00 საათზე მოხდა. ხანძრის ჩაქრობაში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 11 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა.
მთლიანად დაიწვა შენობის სახურავი. მეორე სართული სრულად ცეცხლმა მოიცვა. დაიწვა ეროვნული სამხატვრო გალერეის მთელი კოლექცია. მასში შედიოდა 4000-მდე ნამუშევარი, რომელთაგან 300 ეკუთვნოდა ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას. ასევე იყო ვარვარა ბუბნოვას, ვლადიმერ კონტარევის, ბორის პეტროვის ნამუშევრები, მარინა ეშბას და სხვათა ქანდაკებები.
ნაციონალურ გალერეას გამოუსწორებელი ზიანი მიადგა, დავდივარ და ვტირი, საშინელებაა. მეხანძრეების თქმით, ცეცხლი შენობის სახურავიდან გაჩნდა. როგორც ჩანს, ელექტროსადენებში მოკლე ჩართვა იყო. ყველა ნახატი დაიწვა. ეს ჩვენთვის გამოუსწორებელი ზიანია, - ამბობს ეროვნული სამხატვრო გალერეის დირექტორი სურამ საქანია.
ამ დროისათვის ცენტრალური საგამოფენო დარბაზის შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია.