ქურდობის მცდელობისთვის იტალიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

21.01.24 12:49
ქურდობის მცდელობისთვის იტალიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

იტალიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ხელბორკილები დაადეს  ლიეტუვის ერთ მოქალაქესაც.

იტალიური მედიის ცნობით, ისინი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინაში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა მეპატრონე სახლში დახვდათ. გაქცევის მცდელობის მიუხედავად, მამაკაცები დააკავეს. ისინი ახლა ბრალის წარდგენის მოდინში არიან.