დაშენება ისტორიულ ძეგლზე - თბილისის ცენტრში რუსები სამუშაოებს უნებართვოდ განაგრძობენ

21.01.24 13:29
დაშენება ისტორიულ ძეგლზე - თბილისის ცენტრში რუსები სამუშაოებს უნებართვოდ განაგრძობენ

რუსული კაფე ბარი თბილისში და თვითნებურად ჩატარებული სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე - აღმაშენებლის 36 ნომერში რუსებმა სარემონტო სამუშაოები გააახლეს. საზოგადოებრივი ვნებათაღელვის მიუხედავად, რუსეთის მოქალაქეები თბილისის ცენტრში დაქირავებულ ფართში კაფე-ბარის მოწყობას უხეში დარღვევებით განაგრძობენ.

ირკვევა, რომ შენობის ჩასასვლელის ჩაბეტონების გარდა რუსებმა ფერი შეუცვალეს იმ ხესაც, რომლითაც ისტრორიული ძეგლია აშენებული. ეს კი იმ ვითარებაში, როცა ადგილობრივებს აღმაშენებელზე ფანჯრების გამოცვლის უფლებასაც არ აძლევენ, რადგან პირვანდელი სახე არ დაიკარგოს.

რამდენიმე დღეა აქ ვმუშაობ. მე გარე ფასადი შევღებე. ზოგიერთმა ბეტონი დაასხა. მეპატრნეს ჩვენთვის არ უთქვამს, რომ აქ სამუშაოების გახორციელება არ შეიძლებოდა და ამით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ვაზიანებდით. არ ვიცით არაფერი არც თბილისის მერიის განკარგულების შესახებ. მეპატრონეს არ გავუფრთხილებივარ. მე დღეს მოვედი, რომ შიდა სამუშაოები გავაგრძელო, - ამბობს რუსეთის მოქალაქე. 

"პირველები" სახლის ამშენებლის, ერასტი ჭავჭავაძის შვილიშვილსაც ესაუბრა, რომელიც ფაქტით აღშოთებულია. ის პირდაპირ ამბობს, რომ ადგილზე რუსეთის მოქალაქეების ბოგინს არ დაუშვებს.

იყო საშიშროება, რომ ელექტრომრიცხველები აქ დაყენებინა და მე გადავუდექი და ნება არ მივეცი, რადგან ეს არის ისტორიული ძეგლი, ეს არის უნიკალური სადარბაზო და მოდიან ხალხი და აღტაცებულები არიან. არა მარტო ქართველები, არამედ უცხოელებიც, მოდერნის სტილის ნამუშევრით. არ ვაბოგინებთ, არ მივცემთ უფლებას არავის, რომ შეურაცხყონ ამ სახლის ღირსება, - ამბობს თამარ ჭავჭანიძე. 

"პირველებში" გასული სიუჟეტის შემდეგ ადგილზე რიგითი მოქალაქეებიც მიდიან, რომლებიც უნიკალური შენობის იერსახის დამახინჯებას აპროტესტებენ.