ბათუმში საცხოვრებელი სახლი დაიწვა - დაშავებულია 2 ადამიანი

21.01.24 13:47
ბათუმში საცხოვრებელი სახლი დაიწვა - დაშავებულია 2 ადამიანი

ბათუმში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ცეცხლის გაჩენის შედეგად დაშავებულია ორი ადამიანი. დედა-შვილი სამედიცინო დაწესებულებაში დამწვრობებითაა გადაყვანილი.

დედა გადაყვანილია თბილისში. დედა არის ძალიან ცუდად. დიდი დამწვრობა აქვს მიღებული, მთლიანი ტანი აქვს დამწვარი. პირველადი დახმარება გავუწიე მე. იძახდა: "ხათო, მიშველეო!" და შევიყვანე ჩემთან სახლში. სხვა არაფერი ვიცი. რეანიმაციაშია, - ამბობს ადგილობრივი.

ხანძარი ბათუმში დღეს გამთენიისას მოხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.