"რუსეთი პუტინის გარეშე!" - თბილისში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პირველ გიმნაზიასთან, რუსი ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა აქცია "რუსეთი პუტინის გარეშე" გაიმართა. ინფორმაციას "ქართული გაზეთის" კორესპონდენტი ავრცელებს.
აქციაში 100-მდე ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაც ხელში საპროტესტო პლაკატები „რუსები ომის წინააღმდეგ“, „თავისუფალი ნავალნი“, ასევე „არა ომს“ და „რუსეთი პუტინის გარეშე“ ეკავათ.
აქცია, რომელიც დღეს სხვადასხვა ქვეყნის დიდ ქალაქებში იმართება, სამი წლის წინ ალექსეი ნავალნის რუსეთში დაბრუნების თარიღს დაემთხვა, რის შემდეგაც პოლიტიკოსი რუსულ კოლონიაში დააპატიმრეს. მსგავსი აქციები განხორციელდა ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში, ასევე აშშ-ში.
რუსეთში აქტივისტები არაერთხელ დააკავეს ნავალნის მხარდამჭერი საჯარო გამოსვლებისთვის. თუმცა, ამ დღეს რუსეთის სულ მცირე სამ ქალაქში ხალხი პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად გამოვიდა, - წერს „სირენა“.