დიდი დაბნეულობა ონკოპაციენტებში - სად არის მთავრობის მიერ დაპირებული უფასო მედიკამენტები?

21.01.24 17:09
დიდი დაბნეულობა ონკოპაციენტებში - სად არის მთავრობის მიერ დაპირებული უფასო მედიკამენტები?

დიდი დაბნეულობა ონკოპაციენტებს შორის - მოქალაქეები ვერ არკვევენ იმ სამედიცინო სერვისებს, რომლის მიღებასაც ჯანდაცვის სამინისტრო დაჰპირდა.

ნათქვამი იყო, რომ მკურნალობისთვის გამოყოფილი 25 ათას ლარიანი დაფინანსების პარალელურად, ონკოპაციენტები უფასოდ მიიღებდნენ კიდევ 13 დასახელების მედიკამენტს, თუმცა ახლა არკვევენ, რონ ეს უფასო წამლები არსებულ ლიმიტში ისედაც შედის.

მე მეგონა, როგორც ჯანდაცვამ გამოაცხადა, რომ 2024 წლის 1 იანვრიდან ყველა ონკოპაციენტს სრულად დაფინანსდებოდა მკურნალობა, რაც, რა თქმა უნდა, ყველა ონკოპაციენტების არასამთავრობო როგანიზაციას ძალიან გაგვიხარდა. მაგრამ, 2024 წელი როგორც კი დადგა, პაციენტებთან ყოველდღირი შეხებით გავიგე, რომ ცხელი ხაზი საერთოდ არ მუშაობს, ვერ უკავშირდებიან ჯანდაცვას, თითქმის ყველას უარი მოუვიდა დაფინანსებაზე. გაავწყვიტეთ, რომ 4 თებერვალს, კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს მოვაწყოთ საპროტესტო აქცია და მოვთხოვოთ ჯანდაცვას, რომ გაგვაგებინოს, რაგააკეთა, რა კანონი მიიღო, - ამბობს მესამე სექტორის წარმომადგენელი. 

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ რეფორმა ჯერ დასასრულებელია და  საბოლოო სახე არ მიუღია.

ჩვენ არ გვაქვს დადგენილება, რომ გადაჭრით გითხრათ, რომ ეს ლიმიტები დასრლებულია ანუ უკვე შესულია ძალაში ამ ლიმიტების მოხსნასთან დაკავშირებით. ამიტომ ჩანს ის ლიმიტი ჩამოჭრილი ახლა თქვენ რაზეც საუბრობთ, - უთხრეს "პირველებს" ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე.