საეჭვო შესყიდვები შსს-ში და წყალში გადაყრილი 700 ათასი ლარი
შინაგან საქმეთა სამინისტროში საეჭვო შესყიდვებია აღმოჩენილი. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში გომელაურის უწყებამ სამჯერ დაუდო კონტრაქტი ერთ კომპანიას, რომელმაც სამინისტროს პროდუქცია ვერცერთხელ მიაწოდა. საუბარია პოლიციელების სამოსზე, რომელშიც საერთო ჯამში 700 ათას ლარზე მეტია გადახდილი.
კომპანია "ლემასს" ჯერ პერანგები დაუკვეთეს, შემდეგ 120 ათასი ლარი გადაიხადეს ზამთრის უნიფორმებისთვის, თუმცა პოლიციელებისთვის საჭირო სამოსის შეკერვაა კომპანიამ მაინც ვერ შეძლლო.
ორჯერ გადაგდებულმა სამინიტრომ მესამედ უკვე ტენდერის გარეშე პირდაპირ გაუფორმა კომპანია "ლემასს" კონტრაქტი და მესამედაც გადაგდებული აღმოჩნდა.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.