ბათუმის სავაჭრო ცენტრები პოლიციელების ალყაშია - შენობებში ნაღმებს ეძებენ
ბათუმის სავაჭრო ცენტრებიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს. "გრანდ მოლი", "მეტრო სითი", "ბათუმი მოლი" და "პლაზა" ახლა უსაფრთხოების სამსახურების ალყაშია. ოთხი დიდი სავაჭრო ობიექტი პოლიციის მოთხოვნით იცლება. შენობებში ნაღღმს ეძებენ.
წინასსწარი ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრებში ანონიმურმა წყარომ დარეკა და ასაფეთქებელი საშუალების შესახებ შეტყობინება დატოვა.
ტერაქტის შიშით ბათუმის ხალხმრავალი დაწესებულებებიდან გაჰყავთ ავტომობილებიც. ოთხ ობიექტზე ამ წუთებში გამნაღმველები და კინოლოგები მუშაობენ.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.