ბათუმსა და თბილისში განგაშს წინ რუსული მუქარის შემცველი შეტყობინებები უძღოდა - რას ამბობენ ექსპერტები?

22.01.24 11:20
ბათუმსა და თბილისში განგაშს წინ რუსული მუქარის შემცველი შეტყობინებები უძღოდა - რას ამბობენ ექსპერტები?

ევაკუაცია ბათუმის სავაჭრო ცენტრებში - ირკვევა, რომ მუქარის შემცველი შეტყობინებები თავდაპირველად რუსულ ტელეგრამ არხებზე გავრცელდა. 

ბათუმის სავაჭრო ცენტრები გარდა განგაში იყო გუშინ თბილისში, სამთავრობო კვარტალში. 9 აპრილის და ინგოროყვას ქუჩებზე პოლიციელები იყვნენ მობილიზებულები და მოქალაქეებს იქ გადაადგილების უფლება არ ჰქონდათ. რის გამო ჩაკეტეს სამთავრობო კვარტალი  ამ დრომდე უცნობია.

ექსპერტები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, მსგავს შეტყობინებებზე დროული რეაგირება მოხდეს. სამხედრო ანალიტიკოსი ნიკო მიქაია ამბობს, რომ სმაგვის მუქარები როგორც წესი, საფრთხის შემცველი არ არის, თუმცა სუსმა პოლიტიკოსების დევნას და თვალთვალს თავი უნდა დაანებოს და რეალური საქმით დაკავდეს. 

სუსი, ფაქტობრივად, რუსეთს ასახელებს პარტნიორ სახელმწიფოდ იმიტომ, რომ მათ პირდაპირ დაწერეს, რომ აცნობეს პარტნიორ სახელმწიფოებს. თუკი ლოგგიკურ ჯაჭვს შევკრავთ, რუსულ ტელეგრამ არხზე გავრცელდა მსგავსი მუქარები და ამის შემდეგ მოხდა ზარი 112-ში, რამაც გამოიწვია ევაკუაცია. ბუნებრივია, საფრთხე არანაირი არ არსებობს იმის, რომ რარა  ტერორისტული აქტი შეიძლება დაგეგმილი ყოფილიყო, იმიტომ, რომ მსგავსი აქტები მერე არ ხდება რეალურად, როდესაც ასე ტელეგრამ არხებით ხდება რაღაცეების გავრცელება. უბრალოდ, სუსმა უნდა შეასრულოს თავისი ფუნქცია და თავი დაანებოს პოლიტიკოსების დევნას, თვალთვალს და ა.შ., - ამბობს ნიკო მიქაია.