თეთრი ძაფით ნაკერი საქმე - სისტემის მიერ გაწირული პოლიციელის ოჯახი დახმარებას ომბუდსმენს სთხოვს

22.01.24 11:35
თეთრი ძაფით ნაკერი საქმე - სისტემის მიერ გაწირული პოლიციელის ოჯახი დახმარებას ომბუდსმენს სთხოვს

სისტემის მიერ გაწირული პოლიციელის ოჯახი სახალხო დამცველის ოფისში მივიდა. შეხვედრა ანდრია სიხარულიძის მშობელსა და სახალხო დამცველის მოადგილის შორის ცოტა ხნის წინ დაიწყო. თავად ომბუდსმენი შეხვედრას ვერ ესწრება, რადგან ამ დროისათვის საქართველოში არ იმყოფება. 

პატრულ-ინსპექტორის მამა აცხადებს, რომ მისი შვილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ იმიტომ დასაჯა, რომ გომელაურის დის ქმარი გააჩერა და ალკოტესტის გავლა მოსთხოვა.

შაბათის ეთერის გამოძიებისს მთავარი გმირის მამა ამტკიცებს, რომ ანდრია სიხარულიძეს გომელაურის სიძისთვის ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ, რაზეც უარი თქვა. ზობა მიხანაშვილის ახირებიებსი გამო კი იპატრულ-ინსპექტორი სამაგლითოდ დასაჯეს.

სიხარულიძის მშობლებს სურთ ლევან იოსელიანმა რუსთავის ციხეში მოინახულოს სისტემის მსხვერპლი პოლიციელი. ანდრია სიხარულიძის მამა ამბობს, რომ შვილს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, რის გამოც ის სასწრაფოდ კლინიკაშია გადასაყვანი. ამასთან, კაცი ამბობს, რომ მის შვილს ციხეში პროვოკაციებს უწყობენ. 

სახალხო დამცველისგან მინდა დახმარება იმიტომ, რომ ბიჭი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ჩვენ ვერ შევდოვართ. ტრავმები აქვს, სამკურნალოა. გვაქვს "ვივა-მედიდან" ფორმა 100, რომ ბავშვი არის სამკურნალო. ბიჭმა მოასწრო ერთი დარეკვა და მითხრა, რომ "მამა, ვიღაცამ უკნიდან შემომატრიალა, დამარტყაო, წაიქცაო და შველას ითხოვდაო და მე კარცერში ჩამსვესო". მკურნალობა არ ტარდება სამეციდინო მაგ პირობებში, იმიტომ, რომ თავში დაზიანება აქვს, მხედველობას ჰკარგავს. სასწრაფოდ გადასაყვანია "ვივა-მედში", - ამბობს ანდრია სიხარულიძის მამა. 

შვილის მძმიე ჯანმრთლებს მდგომარეობაზე საუბრობს ბრალდებულის დედაც. 

გომელაურის სიძის გამო არის ჩემს შვილზე ამხელა ზეწოლა და პრობლემა. ძალიან ბევრი რამეა გამოსაკვლევი. ავადმყოფია ბიჭი, ცალი თვალით ვერ იყურება. მე რავიცი, ხვალ და ზეგ რა იქნება?, - ამბობს სიხარულიძის დედა. 

ომბუდსმენის შემდეგ იქნება შეხევდრები არასამთვრობო სექტორთანაც.