კახეთში სამი ადამიანი სანადირო თოფით დაჭრეს

22.01.24 11:43
კახეთში სამი ადამიანი სანადირო თოფით დაჭრეს

კახეთში სამი ადამიანი სანადირო თოფით დაჭრეს. სისხლიანი გარჩევა სოფელ ლაფანყურში მოხდა. დაჭრილებიდან ორი ამ დრომდე კლინიკაშია.  დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. დაზიანებებიი ახალგაზრდებსს სხეულის სხვადასხვა არეში აქვთ მიყენებული.

"პირველების" ინფორმაციით, ჩხუბი ლაფანყურში სუფრასთან დაიწყო.  დაპირისპირების მიზეზი ჯერ დაუდგენელია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ თავდაპირველად დაპირისპირების ხმა გაიგონეს, რის შემდეგაც რამდენიმე გასროლა იყო. 

შსს-მ 44 წლის შოთა კაკაური ცხელ კვალზე დააკავა. ის ახლა წიანსწარი დაკავების იზოლატორში ბრალის წარდგენას ელოდება. 

გამოძიება ორი მუხლით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების უფლებით დაიწყო.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.