მამა-შვილი არასრულწლოვანს 3 წლის განმავლობაში აუპატიურებდა - ახალი დეტალები სამეგრელოდან

25.06.21 15:08
 მამა-შვილი არასრულწლოვანს 3 წლის განმავლობაში აუპატიურებდა - ახალი დეტალები სამეგრელოდან

ახალი დეტალები სამეგრელოში 8 წლის გოგონას გაუპატიურების საქმეზე - "ტვ პირველის" ინფორმაციით, დაკავებული მამა-შვილი გოგონას 3 წლის განმავლობაში აუპატიურებდა. 

მოზარდის დამრიგებელი "პირველებთან" საუბარში ამბობს, რომ საეჭვო არაფერი შეუმჩნევია. ბავშვი სკოლაში ჩვეულებრივად იქცეოდა, არც გულჩათხრობილი და არც განმარტოებული ყოფილა. იგივეს ამბობს სკოლის დირექტორი.

შემზარავმა ამბავმა მთელი სოფელი ფეხზე დააყენა. გაუპატიურებეული მოზარდის თანასოფლელებმა მეზობელი მოძალადე მამა-შვილის სახლი გადაწვეს და ფერფლად აქციეს, ოჯახი კი აიძულეს, საცხოვრებელი დაეტოვებინათ.  

8 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით მამა-შვილი გუშინ დააკავეს.  დაკავებულები 65 და 35 წლის მამაკაცები არიან.

შსს საქმეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით აწარმოებს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.