იტალიაში ტუნისელი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
იტალიაში ტუნისელი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. ახლა ჯამში, 25 წლის მამაკაცის მკვლელობას და დანაშაულის შეუტყობინებლობას ორ ქართველს და სამ ტუნისელს ედავებიან.
სისხლიანი გარჩევა ქალაქ პიზაში ორი კვირის წინ მოხდა. დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფით დაიწყო და მკვლელობით დასრულდა. ხუთი დაკავებულიდან ოთხი წინასწარი დაკავების იზოლატორშია, ერთი შინაპატიმრობაში. ის საქართველოს მოქალაქეა.