UFC-ის ქართველი მებრძოლი წერს, რომ აშშ-ში საცხოვრებელ სახლთან მისი მანქანის მოპარვა სცადეს
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი წერს, რომ აშშ-ში, საცხოვრებელ სახლთან მისი მანქანა ჯერ გაქურდეს, მერე მისი მოპარვა სცადეს.
ის ქუჩის კამერით გადაღებულ ვიდეოსაც ავრცელებს. დვალიშვილი წერს, რომ მანქანის კარი არ ჰქონდა დაკეტილი, ჯერ მისი საფულე მოიპარეს, შემდეგ კი მანქანის მოპარვა სცადეს, თუმცა ხელი მეზობელმა შეუშალა.