საქართველოში გამოხატვის თავისუფლება იზღუდება - "ადამიანის უფლებათა ცენტრის" საგანგაშო კვლევა

22.01.24 12:57
საქართველოში გამოხატვის თავისუფლება იზღუდება - "ადამიანის უფლებათა ცენტრის" საგანგაშო კვლევა

საქართველოში გამოხატვის თავისუფლება იზღუდება -  კვლევას "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ასაჯაროებს. არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომლის იურისტებიც მთელი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ საქართველოში გამართულ აქციებსა და მანიფესტაციებს, აცხადებენ, რომ ძალოვანმა უწყებებმა აქციების დაშლის დროს დემონსტრანტების მიმართ არაპრორპორციული ძალა გამოიყენეს. არ იყო საჭირო არც სპეცსაშუალებების გამოყენება.

პრობლემურია ადმინისტრაციული წესიით დაკავებისას უფლებების დარღვევევის შემთხვევებიც. "ადამიანის უფლებათა ცენტრი" საგანგაშოოდ აფასებს ფაქტს, რომ ძალადობაში მხილებული სამართალდამცველები არავის დაუსჯია.

"ადამიანის უფლებათ ცენტრი" 2023 წლის განმავლობაში ევროკავშირის მხარდაჭერით ახრციელებდა შეკრებებისა და მანიფესტაციების მონიტორინგ. დღევანდელი ანგარიში ეხება სწორედ შემაჯამებელ მიგნებებს, რაც ამ მონიტორინგის შედეგად. ჩვენ დავაკვირდით 15 საპროტესტო აქციას თუ შეკრებას. გარდა ამისა, კიდევ მეთოდოლოგია მოიცავდა სხვა და სხვა ატორებთან ინტერვიუებს. პრობლემური იყო "თბილისი პრაიდის" მიერ ორგანიზებული ფესტივალის მონიტორინგი. ჩვენ უარიც კი ვთქვით, რომ ამ კონტრაქციის მონიტორინგი არარ გავაკეთოთ, თუმცა ანგარიშში მაინც არის ასახული ის პრობლემები, - ამბობს არასამტავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირქტორი  ალეკო ცქიტიშვილი.