განგაში სამთავრობო კვარტალში - რატომ იყო პოლიციის მობილიზება თბილისის ცენტრში?
იმ დროს, როცა აჭარაში უსაფრთხოების სამსახურებს სავაჭრო ობიექტები ჰქონდათ ალყაშემორტმული და კინოლოგები ბომბს ეძებდნენ, მობილიზება იყო გამოცხადებული თბილისის ცენტრშიც. 9 აპრილის და ინგოროყვას ქუჩებზე პოლიციელები იყვნენ მობილიზებულები და მოქალაქეებს იქ გადაადგილების უფლებას არ აძლევდნენ.
გადაკეტილი იყო და რა მიზეზის გამო იყო გადაკეთილი, არ ვიცი. გარეთ არ გამოხვიდეთი გვითხრეს და მორჩა, - ამბობენ ადგილობრივები.
რის გამო მიიღეს სტრატეგიული ობიექტების და დასახლებული ქუჩების გაკონტროლების გადაწყვეტილება, სუსი არ ამბობს.
ექსპერტები კი არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი წინასაარჩევნოდ ყურადღების გადატანის მცდელობას ემსახურებოდეს.
ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა კიდევ ერთი, როდესაც პოლიტიკური პროცესები დუღილის ტემპერატურას აღწევს, როდესაც მოახლოებულია 2024 წლის არჩევნები, ამ შემთხვევაში, ვის თუ არა სუსს უნდა აწყობდეს, რომ ყურადღება გადატანილი უნდა იქნას. ეს მეტყველებს ერთის მხრივ იმაზე, რომ საზოგადოება არ არის დაცული მსგავსი ტიპის დანაშაულებისგან და ჩვენ არ გვახსენდება, სიმართლე გითხრათ, ასეთი გახმაურებული საქმის რეზულტატი, რომელიც დახურავდა ამას ერთხელ და სამუდამოდ და მისცემდა საზოგადოებას სიმშვიდის საფუძველს, - ამბობს ყოფილი პოლიციელი ზურა ჯგერენაია.