სისტემის მსხვერპლი პოლიციელი - ანდრია სიხარულიძეზე თავდასხმის საქმეს ომბუდსმენი შეისწავლის

22.01.24 13:38
სისტემის მსხვერპლი პოლიციელი - ანდრია სიხარულიძეზე თავდასხმის საქმეს ომბუდსმენი შეისწავლის

ყოფილ პოლიციელზე თავდასხმის საქმეს სახალხო დამცველი გამოიკვლევს.  დაპირება ანდრია სიხარულიძის ოჯახმა ლევან იოსელიანს მოადგილეებისგან მიიღო.

ომბუდსმენის წარმომადგენელი უახლოეს დღეებში რუსთავის ციხეში შევა, სადაც "შაბათის ეთერის
ჟურნალისტური გამოძიების მთავარი გმირი სასჯელს იხდის. ამოიღებენ პენიტენციური დაწესებულებს კამერის ჩანაწერებსაც.

პატრულ-ინსპექტორის მამამ სახალხო დამცველის აპარატს სთხოვა, დაინტერესდეს საქმით, რომელიც სისტემის მსხვერპლ პოლიციელს ეხება.

მითხრა, მამაო, კამერები არისო, თუ ვინმე შემოვა და ამოიღებეს ჩანაწერებს, ყველაფერი ნათელი იქნებაო. სახალხო დამცველი შემპირდა, რომ ამოიღებს იმ ჩანაწერებს, - ამბობს ანდრისა სიხარულიძის მამა ჯაბა სიხარულიძე. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ოჯახის მტკიცებით, მხოლოდ იმიტომ დაიჭირეს, რომ მინისტრის სიძე გააჩერა და ალკოტესტის გავლა მოსთხოვა.