თოვლი, ნისლი, ლიპყინული - როგორი ამინდია მოსალოდნელი 22-24 იანვარს

22.01.24 14:02
თოვლი, ნისლი, ლიპყინული - როგორი ამინდია მოსალოდნელი 22-24 იანვარს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 იანვრის დღის ბოლოდან 24 იანვრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.