ვინ დაგეგმა თბილისსა და ბათუმში მოსახლეობის შეშინება? - რას ამბობს "ოცნება"
ვინ დაგეგმა თბილისსა და ბათუმში მოსახლეობის შეშინება? - სამთავრობო უწყებების დუმილის შემდეგ კითხვით "პირველებმა "ქართული ოცნების" დეპუტატებს მიმართა.
გიორგი ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ საქმე შესაძლოა სტრატეგიულ ამოცანას ეხებოდეს. სახელისუფლებო გუნდის წევრი ირწმუნება, რომ ვიღაცას შესაძლოა, "ქართული ოცნების" წარმატება "ყელში ამოუვიდა".
ამასთან, მმართველი გუნდის წევრი არ მალავს, რომ დამნაშავის დადგენა ადვილი არ იქნება.
სტრატეგიულ ამოცანასაც შეიძლება უკავშირდებოდეს. ვიღაცას ყელში ამოივიდა საქართველოს სტაბილურობაზე საუბარი, ვიღაცას არ მოსწონს, რომ მართლმსაჯულება საქართველოში მაღალ მაჩვენებლებზეა, ვიღაცას არ მოსწონს, რომ კორუფციის თემა საქართველოში არის იმ დონეზე, რომელიც უკეთეს მაჩვენებლებს ევროპულ ქვეყნებთან შედარებით და ბევრი სხვა ფაქტორია. ვიღაცას ყელში ამოუვიდა ის, რომ, ვთქვათ, გავითარების ტენდენცია უფრო მძლავრია, ვიდრე უკუსვლისა, რომელიც ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდში არსებობდა. საკმაოდ რთულია მიაგნო წყაროს, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ გამოვლენილი იქნება კონკრეტული პირი, მაგრამ მსოფლიო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ასეთი გამოძიების ჩატარება და მიგნება წყაროსი საკმაოდ რთულია და ეს არ ახასიათებს მარტო საქართველოს, - ამბობს ვოლსკი.
სამართალდამცველბი დამნაშავის კვალზე ამ დრომდე ვერ გადიან. ამ დრომდე არცერთი უწყება არ ამბობს, აჭარის პარალელურად შევიდა თუ არა ცრუ შეტყობინება თბილისშიც. არც სუსი და არც შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოაგადოებას არ უმხელს მიზეზს, რის გამო იყო სამი საათის განმავლობაში ჩაკეტილი სამთავრობო კვარტალი.