უნდა დაიკითხოს როჯერ ფედერერიც - ბასილაშვილის ინვესტორის ადვოკატი

25.06.21 15:48
უნდა დაიკითხოს  როჯერ ფედერერიც - ბასილაშვილის ინვესტორის ადვოკატი

ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ სკანდალები არ წყდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში ამჯერად საქართველოს პირველი ჩოგანისა და მისი ინვესტორის, ირაკლი კაჭარავას, საქმის განხილვა მიმდინარეობს. ბასილაშვილს ინვესტორი  ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. ბიზნესმენი ირწმუნება, რომ ჩოგბურთელის კარიერულ წინსვლაში დიდი რესურსი ჩადო, სანაცვლოდ კი ბასილაშვილს ტურნირებზე გამომუშავებული თანხებიდან წილი უნდა მიეცა. თუმცა ჩემპიონმა პირობა არ შეასრულა. 

თბილისი სასამართლოში პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. კაჭარავას ადვოკატი, მარიკა არევაძე,  მოსამართლეს უნდობლობას უცხადებს და მიკერძოებულობაში ადანაშაულებს. გარდა ამისა, უფლებადამცველი მოწმეთა სიის გაზრდასაც ითხოვს. მარევაძის ინფორმაციით, აუცილებელია, დაიკითხოს ცნობილი ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი, ბასილაშვილის მწვრთნელი და ოჯახის წევრებიც, რომლებიც დაადასტურებენ კაჭარავას სიმართლეს. 

სასამართლოში დავის დაწყების საფუძველი გახდა ის, რომ ბასილაშვილმა ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა. რაც შეეხება მოსამართლის აცილების თემას, ეს საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც მისი განჩინებებით მიკერძოებულობა ნათელი გახდა. ვაპირებ არაერთი შუამდგომლობის დაყენებას მოწმეების გამოკითხვაზე. მათ შორის ბასილაშვილის მამის, ძმის, მწვრთნელის, გაბრიელ მარკუსის, ასევე როჯერ ფედერერის და სხვათა, ვისაც კავშირი ჰქონდათ და არიან მომსწრენი ამ სახელშეკრულებო ურთიერთობის - აცხადებს ადვოკატი.