ბავშვის გაუპატიურება სამეგრელოში - საქმეში კიდევ ერთი მოზარდი გამოჩნდა, რომელზეც დაკავებული ძალადობდა

25.06.21 15:58
ბავშვის გაუპატიურება სამეგრელოში - საქმეში კიდევ ერთი მოზარდი გამოჩნდა, რომელზეც დაკავებული ძალადობდა

შემზარავი ფაქტი სამეგრელოში - პროკურატურამ სამეგრელოში მომხდარი არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე 2 პირს (ზ.გ. და ბ.გ) ბრალდება წარუდგინა. 

უწყებაშის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლიდან 2021 წლის  21 ივნისის ჩათვლით მამა-შვილმა, 8 წლის გოგონა რამდენჯერმე გააუპატიურა.  

ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 21 იანვარს ერთ-ერთმა დაკავებულმა, ზ.გ-მ დაზარალებულის ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, ძალადობით 9 წლის გოგონას მიმართ  სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა.  

განცხადების თანახმად, ბ.გ და ზ.გ დაზარალებულ არასრულწლოვნებს  სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ, თუ ისინი მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდნენ. 

სამართალდამცველებმა ბ.გ და ზ.გ 23 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინათ ( გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ბ.გ.-ს ორი ეპიზოდი,  ზ.გ.-ს სამი ეპიზოდი), ხოლო ზ.გ-ს ასევე ბრალდება  138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა. 

ორივე პირისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


 

მსგავსი სიახლეები