აზარაშვილის უწყებამ რესპუბლიკურის ექიმებს არჩევანის გასაკეთებლად 90 დღე მისცა - რა შედეგით დასრულდა აუდიენცია

22.01.24 18:36
აზარაშვილის უწყებამ რესპუბლიკურის ექიმებს არჩევანის გასაკეთებლად 90 დღე მისცა - რა შედეგით დასრულდა აუდიენცია

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს არჩევანის გასაკეთებლად 90 დღე აქვთ -როგორც ჯანდაცვის სამინისტროს პროექტის განმახორციელებელი ერთეულის მენეჯერმა, ნინო კვერნაძემ ჟურნალისტებს უთხრა, კლინიკის პერსონალს საკომპენსაციო პაკეტები და მოცულობა გააცნო.

მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს სამინისტრომ სხვადასხვა ტიპის საკომპენსაციო პაკეტი შესთავაზა.

საკომპენსაციო პაკეტი განსხვავებულია შრომის კოდექსისგან და გაცილებით დიდია იმაზე, რასაც შრომის კოდექსი ითვალისწინებს, ძირითადად არის ხოლმე ორი თვე. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი თანამშრომელია, ვისაც გარკვეული სენსიტივები აქვთ ამ კლინიკასთან, ამიტომ მათთვის მოხდა საკმაოდ დიდი პაკეტის შემუშავება. თანამშრომელი, რომელიც მუშაობს მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მისთვის არის განსხვავებული პაკეტი შეთავაზებული, ხოლო იმ თანამშრომლებისთვის, ვინც სხვაგანაც მუშაობს, მისთვის განსხვავებული. შეთავაზება ეხება როგორც სამედიცინო პერსონალს, ასევე, ადმინისტრაციულს, რაც ხშირ შემთხვევაში გამონაკლისია ხოლმე"- ამბობს ნინო კვერნაძე.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, იმ შემთხვევაში თუ პირი თავიდანვე უარს იტყვის რესპუბლიკურთან გააგრძელოს რაიმე ტიპის შრომითი ხელშეკრულება, მიცემა 12 თვის ხელფასის ოდენობის კომპენსაცია. იმ შემთხვევაში კი თუ პირი მუშაობს სხვა სამსახურშიც, მას მიეცემა მხოლოდ 4 თვის კომპენსაცია.

იმ შემთხვევაში თუ პირი უარს იტყვის 12 - თვიან ანაზღაურებაზე, მას მიეცემა საშუალება, აირჩიოს სხვა ტოლფასი თანამდებობა და ტოლფასი თანამდებობის არჩევის შემთხვევაშიც კი მიეცემა 4 თვის კომპენსაცია. გვაქვს კიდევ მეოთხე ვარიანტი, თუ დასაქმებული უარს აცხადებს მიმდინარე პოზიციის დატოვებაზე და მასზე ვერ მოხდა ტოლფასი თანამდებობის შეთავაზება, ამ შემთხვევაში განიხილება, რომ მას შეუნარჩუნდეს სამწლიანი ხელშეკრულება. ტოლფასში იგულისხმება მხოლოდ შინაარსობრივად იგივე. თუ არის რომელიმე მიმართულების ან ხელმძღვანელი, ან სპეციალისტი და ა.შ. განიხილება იგივე, თუმცა გეოგრაფიულად რამდენად მისაღები იქნება ბუნებრივია, ეს უკვე ინდივიდუალური მოლაპარაკების საგანია“, - განაცხადა ნინო კვერნაძემ.