მუქარების სერია და განგაში - ვინ დაგეგმა ხალხის დაშინება?
აფეთქებების მუქარის შესახებ ზარი საქართველოში უცხო ქვეყნიდან განხორციელდა. სუსი ახლა ცდილობს დაადგინოს, ვინ დარეკა, საიდან და რატომ გადაწყვიტეს, საქართველოს მოქალაქეების დაშინება. განგაში ჯერ ბათუმში გამოცხადდა, სადაც რამდენიმე ობიექტი სპეცრაზმის ალყაში იყო - იქ ბომბს ეძებდნენ. ორ საათში კი საგანგებო ზომები ამოქმედდა თბილისშიც, სამთავრობო კვარტალში. სპეცსამსახურები ამ დრომდე არ ამბობენ, აქვს თუ არა კავშირი აჭარის აფეთქებების მუქარას დედაქალაქთან.
სამი საათის განმავლობაში, სრულად ჩაიკეტა სამთავრობო კვარტალი, პოლიციელების ალყაში იყო ცხრა აპრილისა და ინგოროყვას ქუჩების კვეთა. მოქალაქეებს გადაადგილება შეზღუდული ჰქონდათ. სამართალდამცველები ეუბნებოდნენ, რომ ეს მათი უსაფრთხოებისთვის ხდებოდა.
ვინ დაგეგმა ხალხის დაშინება? - არ არის გამორიცხული კვალი რუსეთამდე მივიდეს. მუქარების სერიის შემდეგ ლილუაშვილის უწყებას ურჩევენ, რომ ფარული თვალთვალისა და მოსმენების ნაცვლად ქვეყნის და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაზე იმუშაოს.
მუქარების სერია და განგაში - ნანუკა ქაჯაია ყველა დეტალით