მარტვილში ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებულმა მოზარდის 9 წლის დაზეც იძალადა

25.06.21 16:31
მარტვილში ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებულმა მოზარდის 9 წლის დაზეც იძალადა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სამეგრელოში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულმა ერთ-ერთმა კაცმა 2018 წელს 9 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა. 

როგორც აღმოჩნდა, დაზარალებული 8 წლის გოგონას დაა, რომელიც 9 წლისაა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პროკურატურის ინფორმაციით, გაუპატიურობას ადგილი არ ჰქონია. 

 ზ.გ.-ს ბრალდება წარედგინა, წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველთან, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ძალადობით, ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის. 

მამა-შვილს ბრალდება უკვე წარედგინა, ისინი 23 ივნისს დააკავეს.

 

მსგავსი სიახლეები