შეიარაღებული თავდასხმა ლაფანყურში - ბრალდებული ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა
ლაფანყურში შეიარაღებული თავდასხმის ფაქტზე დაკავებული კაცი ბრალის წარდგენას ელოდება - წარსულში ერთხელ უკვე ნასამართლევი სავარაუდო დამნაშავე პოლიციელებმა ცხელ კვალზე დააკავეს. ის ქვეყნიდან გაქცევას და გერმანიაში წასვლას ცდილობდა. 44 წლის შოთა კაკაურმა სამი ადამიანი სანადირო თოფით დაჭრა. დაშავებულებიდან ორი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ახალგაზრდებს მძიმე დაზიანებები აქვთ მიღებული. ჩხუბი ლაფანყურში სუფრაზე დაიწყო, რაც სისხლიანი ანგარიშსწორებით დასრულდა. წინასწარი ინფორმაციით, დანაშაული წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.