გომელაურის სკანდალი - სისტემის მსხვერპლი პოლიციელი ციხეშია, ხელისუფლება შს მინისტრს გადაეფარა
"ოცნება" გომელაურის სადარაჯოზე - სისტემის მსხვერპლი პოლიციელის სკანდალის გასაჯაროების შემდეგ, ხელისუფლება შს მინისტრს გადაეფარა. ახლა მსჯავრდადებული პატრულ-ინსპექტორის ოჯახის ერთადერთი იმედი სახალხო დამცველია. უახლოეს დღეებში ომბუდსმენი რუსთავის ციხის შიდა კამერების ჩანაწერებს გამოითხოვს. ვისი მხრიდან და რა ვითარებაში გახდა ანდრია სიხარულიძე მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი. ოჯახი მათი შვილის სასწრაფოდ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში პატიმარმა შესაძლოა, მხედველობა დაკარგოს.
თავის ტრავმები, დაზიანებები თვალის არეში - პატრულ ინსპექტორს ჯერ დაკავებისას, შემდეგ კი პენიტენციურ დაწესებულებაში გაუსწორდნენ სასტიკად.
"შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიების მთავარ გმირს აკრძალული აქვს ტელეფონით სარგებლობა, ამიტომ ოჯახმა არ იცის, რა მდგომარეობაში იმყოფება მათი შვილი. ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმიტომ რომ ანდრია სიხარულიძემ გომელაურის სიძე გააჩერა და მისი ალკოტესტის გავლა მოითხოვა. ამის გამო კი ყოფილი პოლიციელი 7 წლიანი პატიმრობისთვის გაწირეს.
გომელაური სკანდალი - ლიზა ლასერეიშვილის რეპორტაჟი