გადამწყვეტი დროის ათვლა დაწყებულია - რა ბედი ელით "რესპუბლიკურის" მედიკოსებს?

22.01.24 20:31
გადამწყვეტი დროის ათვლა დაწყებულია - რა ბედი ელით "რესპუბლიკურის" მედიკოსებს?

მთავრობა ქვეყნის ცენტრალურ საავადმყოფოს ანგრევს - მას შემდეგ რაც მედიკოსების პროტესტი მინელდა, ხელისუფლებამ ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანა. ექიმები დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ფაქტის წინაშე დააყენა. უკვე გადაწყვეტილია, რომ ცოტა ხანში დაიწყება ფასადების დემონტაჟი. ახალი კლინიკის მშენებელ კომპანიას კი ტენდერით შეარჩევენ. ექიმები დარწმუნებულები არიან, რომ ისინი მთავრობამ უმუშევრობისთვის გაწირა. 

მედიკოსებს არაზაშვილმა წამზომი ჩაურთო - კონკრეტულ ვადაში გაირკვევა, ექიმები ისევ ქუჩაში გავლენ, თუ მიიღებენ მთავრობის შეთავაზებას. ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც ამას რესპუბლიკურის პერსონალი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ პროგნოზირებდა.   მაშინ მთავრობა ამტკიცებდა, რომ შენობის მხოლოდ რეაბილიტაცია იგეგმებოდა. ამ დაპირების შედეგად ექიმები გააჩუმეს და შენობის დასანგრევად ხელსაყრელ მომენტს დაელოდნენ.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.