პროკურატურის მოწმემ ბრალდებულებს ხელი არ დაადო - კარტოგრაფების საქმეზე საგარეო მინისტრის მოადგილე დაკითხეს

22.01.24 20:44
პროკურატურის მოწმემ ბრალდებულებს ხელი არ დაადო - კარტოგრაფების საქმეზე საგარეო მინისტრის მოადგილე დაკითხეს

პროკურატურის მოწმემ ბრალდებულებს ხელი არ დაადო - კარტოგრაფების საქმეზე დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დაკითხეს. თუმცა შოთაძის უწყების მიერ გამოძახებულმა მოწმემ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა. ლაშა დარსალია, რომელიც წლების განმავლობაში სადემარკაციო კომისიას ხელმძღვანელობდა, კარტოგრაფების ბრალეულობაზე ამ საქმეში ვერაფერს ამბობს. საგარეო უწყების მაღალჩინოსანმა დღეს ვრცლად ისაუბრა, თუ რა პრინციპით ხდება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის გავლება. დაკითხვის დასრულების შემდეგ კი მოწმესთან კითხვები უკვე ბრალდებულებს ჰქონდათ.

რუსუდან ჯაბანიშვილი პირდაპირ ეთერში.