ოჯახებს, რომლებსაც შვილი შეეძინებათ, იპოთეკურ სესხს დავუსუბსიდირებთ - პრემიერის ახალი ინიციატივა

25.06.21 16:36
ოჯახებს, რომლებსაც შვილი შეეძინებათ, იპოთეკურ სესხს დავუსუბსიდირებთ - პრემიერის ახალი ინიციატივა

საქართველოს მთავრობა ახალ პროგრამას იწყებს, რომლის მიხედვითაც იპოთეკური სესხის სუბსიდირება მოხდება მრავალშვილიანი ოჯახებისა და იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც შვილი შეეძინებათ.  

პროგრამის განსახორციელებლად საქართველოს ბიუჯეტიდან 2021-22 წლებში 300 მილიონ ლარი დაიხარჯება. ახალი ინიციატივის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა.

ვიწყებთ ახალ პროგრამას ოჯახებისთვის. საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით, მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ოჯახებს, რომლებსაც შეეძინებათ შვილი, საშუალება ექნებათ, ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით და ამით გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები. აღნიშნული ინიციატივების უზრუნველსაყოფად 2021-22 წლებში დამატებით 300 მილიონ ლარზე მეტი რესურსის მობილიზება მოხდება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე წარსდგა.