ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში მოქირავნე/მოიჯარეს აღსრულების პოლიცია გამოასახლებს - ბრეგაძე

22.01.24 22:59
ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში მოქირავნე/მოიჯარეს აღსრულების პოლიცია გამოასახლებს - ბრეგაძე

ახალი ინიციატივა სამართლებრივ ურთიერთობებში - იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში მოქირავე/მოიჯარეს აღსრულების პოლიცია გამოასახლებს.

პარლამენტი კანონპროექტს საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს და მისი დამტკიცების შემთხვევაში, ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების პირნათლად შეუსრულებლობის გამო, ბინიდან პირის გამოსახლების პროცესი დროის მოკლე ვადაში განხორციელდება.

მას შემდეგ, რაც კანონი იქნება მიღებული, ჩვენს მოსახლეობას კიდევ უფრო მეტად გაუმარტივდება ის სამართლებრივი ურთიერთობები, რომლებიც უკავშირდება ქირასა და იჯარას. გამოსახლებას ახორციელებს არა უშუალოდ აღმასრულებელი, არამედ, აღსრულების პოლიცია, თუ ადამიანი არ თანხმდება შესაბამის გადაწყვეტილებებს. მხოლოდ მას შემდეგ მოხდება გამოსახლება, როდესაც ხელშეკრულებით დადასტურდება, რომ ერთ-ერთი მხარე არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრებ ვალდებულებებს, თუმცა, მთელი ის პროცესი, რაც ახლა უწევს ადამიანს, რომ თუკი მის ბინაში ცხოვრობს ვინმე ქირით და არ ასრულებს ვალდებულებებს და შეიძლება, წლები ცხოვრობდეს, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო შემოკლდება და სულ რამდენიმე თვეში დასრულდება ეს პროცესი", - თქვა ბრეგაძემ.