ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა - შსს ქუთაისში დაკავებულ მამაკაცზე
ქუთაისში 65 წლის კაცი 6 წლის მეზობელთან სექსუალური ხასიათის ქმედების განხორციელების ბრალდებითაა დაკავებული.
ადგილობრივების თქმით, შემთხვევა გუშინ 23:00 საათზე მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, პოლიცია მას შემდეგ გამოიძახეს, რაც გოგონამ მომხდარის შესახებ დედას უამბო.
ადგილზე მისულმა პოლიციამმამაკაცი მეზობლების აგრესიისგან იხსნა.
ინფორმაცია "ტვ პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
დაკავებულის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 4 წლიდან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მსგავსი სიახლეები
27.10.26 13:22
ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ესწრებიან რამაზ ფირცხალავა და შოთა ტრაპაიძე, ვის გადადგომასაც პატიმართა ოჯახები ითხოვენ
კადრებში, რომელიც ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ასახავს, გლდანის მერვე და რუსთავის მეექვსე ციხის უფროსები ჩანან - პატიმართა ოჯახები მათ გადადგომას ითხოვენ