თბილისში, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს ავტომობილი დაეჯახა

23.01.24 10:14
თბილისში, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს ავტომობილი დაეჯახა

ჯორჯ ბუშის ქუჩაზე, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.  უგონო მდგომარეობაში მყოფი  ქალი კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.