თავდასხმა ურეკის პოლიციაზე და ბრალდებულის გატაცების მცდელობა - დაკავებულია 13 პირი

25.06.21 16:45
თავდასხმა ურეკის პოლიციაზე და ბრალდებულის გატაცების მცდელობა - დაკავებულია 13 პირი

ურეკის პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ 13 პირი დააკავა. "ტვ პირველის" ინფორმაციით, ურეკში გაჩენილი ხანძრის დროს პოლიციის წინააღმდეგობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცის ახლობლები განყოფილებაში შეიჭრნენ, პოლიციის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ და შენობიდან დაკავებულის გამოყვანას ცდილობდნენ. 

ერთი პოლიციელი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია. ინცინდენტს "პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ. 

ცნობისთვის, დაბა ურეკში გუშინ სასტუმრო დაიწვა. ახალგაზრდა კაცი კი მაშინ დააკავეს, როცა ის ალმოდებულ შენობაში შესვლას ცდილობდა.