დარჩა თუ არა დაპირებად დირექტორების ახალი კონკურსი? - პედაგოგები "ოცნების" ოფისთან პროტესტს აანონსებენ
დარჩა თუ არა დაპირებად დირექტორების ახალი კონკურსი? განათლების მინისტრის მიერ დაანონსებული ახლი კონკურსი ჯერ არც გამოცხადებულა და უცნობია, როდის გამოცხადდება. პედაგოგები კი ვინც წესის ცვლილებას უწყვეტი პროტესტით ითხოვდნენ, დღეს განათლების სამინისტროსთან კიდევ ერთხელ მივიდნენ და ახალი კონკურსის ჩატარება მოითხოვეს. თუ დაპირება არ შესრულდება, პედაგოგები ისევ უწყევტ პროტესტს აანონსებენ. მათი თქმით, ხვალიდან პროტესტი "ქართული ოცნების" პარტიის ოფისთან გადაინაცვლებს.
ჩვენ არ ვაპირებთ შეჩერებას. დღეს მოვედით შესახსენებლად. ვხედავთ, რომ აქ ჩვეულებრივი ბიუროკრატიული რეჟიმია არის. პასუხი ვერ მივიღეთ, რა რეაგირება მოჰყვა ამ განცხადებას, ამიტომ ვაგრძელებთ ბძღოლას ხვალიდან და გადავინაცვლებთ მე, მაია ეკალაძე და ჩვენი მხარდამჭერები "ქართული ოცნების" ოფისთან. პოლიტიკაში მესამედ დაბრუნებულ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის მიზნით იმისთვის, რომ სკოლებშ აღარ იყოს საბჭოთა კავშირი, აღარ იყოს საბჭთ რეჟიმი და ჩვენი და თქვენი შვილები გადავარჩინოთ დემოკრატიის დასამარებას, - ამბობს პედაგოგთა საკოორდნაციო ცენტრის ხელმძღვანელი დავით ფერაძე.
პედაგოგები და ყოფილი დირექტორები აცხადებენ, რომ დირექტორების და მასწავლებლების შერჩევა პარტიული ნიშნით ხდება და სისტემა მხოლოდ და მხოლოდ "ოცნების" მხარდამჭერ მასწავლებლებს ნიშნავს.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს განათლების მინისტრის გიორგი ამილახვარი ჯერ-ჯერობით უცნობია.