კეკელიძის N1-ში ცრემლსადენი გაზი გაუშვეს? - რას ამბობს პოლიციის მაღალჩინოსანი
თბილისში, კეკელიძის N1-ში მცხოვრები ხატიაშვილების ოჯახის წევრები ამტკიცებენ, სახლის კარის გაჭრისას ოთახში ცრემლმდენი ნივთიერება შეუშვეს.
აღსრულების ბიუროში ამტკიცებენ, რომ მსგავსი ნივთიერება არავის გამოუყენებია. იგივე გაიმეორა "ტვ პირველთნ" საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა გოგა მემანიშვილმა.
მან ივარაუდა, რომ ცრემლსადენი ნივთიარება იმ ოჯახის წევრებმა გაუშვეს, რომლებსაც უკვე რამდენიმე საათია ასახლებენ.
ბოლო ინფორმაციით, ბიუროს წარმომადგენლებმა კარი დაამტვრიეს და ბინაში შევიდნენ ადგილი ჰაქონდა დაპირისპირებას.
ასევე სადარბაზოს შესასვლელი კარი, რომელიც შედუღებული იყო, სპეციალური საშუალებებით გაჭრეს.
სახალხი დამცველი გამოსახლების პროცედურას ამ დრომდე არ გამოხმაურებია.
ხატიაშვილების გამოსახლება პირველად 2019 წელს სცადეს, მათთან აღსრულების ბიუროდან დღეს რიგით მეხუთედ მივიდნენ.
აქციაზე სავარაუდოდ 3 პირი დააკავეს, მათ შორის, ირაკლი კაკაბაძე და გიორგი ღვინჯილია.