პოლიცია კეკელიძის ბინაში შევიდა და მოქალაქეები ძალის გამოყენებით გაიყვანა - არიან დაშავებულები

23.01.24 13:47
პოლიცია კეკელიძის ბინაში შევიდა და მოქალაქეები ძალის გამოყენებით გაიყვანა - არიან დაშავებულები

აღსრულების პოლიცია კეკელიძის ბინაში შევიდა, ხარატიშვილების ოჯახის გამოსახლება დაიწყო. პოლიცია ბინაში მყოფ მოქალაქეებს შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინა.

პოლიციამ ჯერ სადარბაზოს კარი, შემდეგ კი ბინის კარის გაჭრა. რამდენიმე საათით ადრე ჯი შსს-ს თანამშრომლებმა მაუწყებლის ჟურნალისტი მანქანიდან ჩამოაგდეს. "სფერო TV"-ს ჟურნალისტებმა კი "ტვ პირველს" განუცხადეს, რომ მათზე სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს. ჟურნალისტსა და ოპერატორს დაზიანებები აღენიშნებათ. 

აღნიშნულ ვითარებას გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია სოციაური სამართლიანობის ცენტრი. მათი ინფორმაციით, მიმდინარე კვირას, თბილისში, გამოსახლება სამ ოჯახს შეეხება. 23, 24 და 26 იანვარს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ხატიაშვილების, კაკიაშვილებისა და ბალახაძეების ოჯახების გამოსახლება იგეგმება. რაც შეეხება ხატიაშვილების ოჯახს, მათი გამოსახლება 2019 წლიდან დღემდე, უკვე მეხუთედ ჩაინიშნა.

როგორც ცნობილია, ისინი მზად არიან დაფარონ ფინასური დავალიანება, თუმცა ამ ეტაპზე მათ ამის საშუალება არ ეძლევათ.