დაიწყება თუ არა გამოძიება პოლიციელის სავარაუდო გადაცდომის ფაქტზე - შსს დუმს

25.06.21 17:26
დაიწყება თუ არა გამოძიება პოლიციელის სავარაუდო გადაცდომის ფაქტზე - შსს დუმს

დაიწყება თუ არა გამოძიება პოლიცელების სავარუდო გადაცდომის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერ დუმს.

რობერტ ასატუროვი პოლიციას ცემასა და ძალდობაში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ სამართლადამცველები არჩადენილ დანაშაულს, ლეპოტოპის მოპარვას ედავებოდნენ, ბრალი არ აღიარების შემდეგ პოლიციელებმა ის პატრულის მანქანაში სცემეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.

სავარაუდო ქურდობის ფაქტის ირგვლივ პოლიციის განყოფილებაში ასატუროვს რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ, განყოფილების დატოვების შემდეგ მან კი ტვ პირველს ინციდენტის დეტალები მოუყვა. 

ორი კვირის გამოსული ვარ ციხიდან. უბანში დაიკარგა ლეპტოპი. ვისი სახლიდანაც მოიპარეს, იმ პიროვნებას ჩვენ ვიცნობთ. მაბრალებენ მე. კამერა აქვთ ამოღებული, რომ ლეპტოპი მე მიჭირავს. მაგრამ ნაქურდალი ლეპტოპი არ არის, მივიყვანე ხელოსანთან და ვანახე. არაო, ეს ლეპტოპი არ არისო, ჩამსვეს მანქანაში და დამიწყეს რტყმევა, გინება, შეურაცხყოფები, მერე პოლიციაში მომიყვანეს, აქაც მცემეს, დაზიანებები მაქვს - რობერტ ასატუროვი.

რობერტ ასატუროვს დაზიანებები აქვს ხელისა და თავის არეში. ის  აპირებს, ჩაიტაროს ექსპერტიზა და შემდეგ გენერალურ ინსპექციას მიმართოს. შსს-ს გადაცდომის ფაქტზე გამოძიება არ დაუწყია იმის მიუხედავად, რომ ასატუროვი 5 პოლიციელს მის ცემაში ადანაშაულებს.  

მსგავსი სიახლეები