განაჩენი ჭორვილელმა მევახშემ გამოიტანა - მარინა ხატიაშვილი
კეკელიძის N1-ში, ხატიაშვილების ოჯახი, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ძალის გამოყენებით გამოიყვანა საცხოვრებელი სახლიდან.
ხატიაშვილების ოჯახი მხარდამჭერებთან ერთად, კეკელიძის ქუჩაზე რჩება და აქციის შეწტვეტას არ აპირებენ. მარინა ხატიაშვილი ამბობს, რომ გამოსახლებისას პოლიციამ მათი მისამართით ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
დაარბიეს ყველაფერი, შემოუშვეს ცრემლსადენი გაზი. გამომათრიეს, ისე დავეცი, რომ კეფა დავარტყი. რაღაც პერიოდი არ მახსოვს. კარი რომ გახერხეს იქ იყო ღრიჭო და და იმ ღრიჭოში შემოუშვეს როგორც ჩანს (ცრემლსადენი სითხე). მე ვარ დღეს გამოძევებული საპოლიციო რეჟიმით, იმიტომ რომ პოლიცია დაიხმარეს. იმიტომ რომ ჭორვილელმა მევახშემ გამოიტანა ეს (განაჩენი)...
ესენი რას აკეთებენ? - ყველამ ვიცით, რომ არჩევნებს აგებენ და უნდათ, ყველანაირად დაგვაშინოს! ასეთი თავისუფალი შეგრძნება რაც დღეს მაქვს, არასდროს მქონია"- ამბობს მარინა ხატიაშვილი.
დამტვრეული ავტომობილები, სავარაუდოდ გაზით მოწამლული მოქალაქეები, პოლიციელები და ათობით დაკავებული - ამ შედეგით დასრულდა ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების.
კეკელიძის ქუჩაზე დიდი პროტესტის და წინააღმდეგობის მიუხედავად ხუთ სულიანი ოჯახი სახლიდან იძულებით გამოიყვანეს. ახლა ბინიდან მათი ნივთების გამოტანა ხდება. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფოც, რადგან პოლიციასა და შეკრებილებს შორის შტეკერების დროს რამდენიმე პირი დაშავდა.