კავშირი ქურდულ სამყაროსთან და ფულის გამოძალვა - ე.წ. ძველ ბიჭებს ბრალი წარედგინათ
ე.წ ძველ ბიჭებს ბრალი ოფიციალაურად წარუდგინეს. საქმე ეხება სპეცოპერაციას, რომლის დროსაც თბილისსა და რეგიონებში ქურდულ სამყაროსთან კავშირსა და ფულის გამოძალვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.
დაკავებულთა ნაწილი ბრალს არ აღიარებს. პაატა კილაძე, რომელსაც გარდა ქურდულ სამყაროსთან კავსირისა პროკურატურა ბრალს ფულის გამოძალვაშიც სდებს, ამტკიცებს, რომ მსგავს ინციდენტში მონაწილეობა არასდროს მიუღია.
საქმე რამდენიმე ტომისგან შედგება, რომელიც ადვოკატებს ხვალ გადაეცემათ. საქმის შესახებ მეტი დეტალი სწორედ სასამართლოზე გახდება ცნობილი.
პაატა კილაძეს, რომელსაც ბრალი ედება ქურდულ გარცევაშ მონაწილეობაზე, ასევე ქურდული სამყაროს წევრობაზე და გამოძალვაზე, რომელსაც არ აღიარებს. ამბობს, რომ საერთოდ არ ყოფილა და არანაირი შეხება არ აქვს ამ საქმესთან. რაც შეეხება საქმის მასალებს, გადმომცემენ. ვიცი გადმოცემით, რომ 3-4 ტომია და ალბათ ხვალისთვის უკვე მეცოდინება საქმის ვითარება და ფაქტობრივი გარემოებები, - ამბობს კილაძის ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირის და გამოძალვის ფაქტზე იმერეთსა და თბილისში 5 მამაკაცი დააკავეს. სპეცოპერაცია გვიან რამით ჩატარდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 5-ვე მათგანს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.