გახარებული ვარ, თუ ესებუა საქართველოში იმყოფება, რადგან... - რომან გოცირიძე

25.06.21 18:01
გახარებული ვარ, თუ ესებუა საქართველოში იმყოფება, რადგან... - რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ შს მინისტრის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ ბადრი ესებუა საქართველოშია, ძალიან გააბედნიერა. 

ძალიან გახარებული დავრჩი ორი დღის წინ შს მინისტრის განცხადებით. ესებუა საქართველოში იმყოფება. გახარებული იმიტომ, რომ თუ საქართველოში იმყოფება ე.ი. არის ტყეში, თუ ტყეშია, ფულიც აქვს ტყეში და ამ ფულს ვერ დახარჯავდა და როდესაც თქვენ მას დაიჭერთ, სამართლიანობაც აღდგება და ფულიც დაუბრუნდება პატრონს. თურმე ამაში მაღალჩინსონები არ არიან გარეული, აბა, ახლა მითხარით, ვინ დაიჭირეთ? რომელი მაღალჩინოსანი, დაბალჩინოსანი? ლიფსიტებს რომ დაერიეთ, - განაცხადა გოცირიძემ.

ბადრი ესებუა 21 ოქტომბერს  ბანკში ხელყუმბარითა და ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა, 43 ადამიანი მძევლად აყვანა და იმ დღესვე ნახევარი მილიონი დოლარით ტყეში მიიმალა.