კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული ირაკლი კაკაბაძის მდგომარეობა დამძიმდა - აქტივისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს
თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული ირაკლი კაკაბაძის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც "პირველებს" დაკავებულის ახლობლებმა განუცხადეს აქტივისტი საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც საქალაქო სასამართლოში ტაპირების დროს ის შეუძლოდ გახდა.
ამის პარალელურად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საიას) თავმჯდომარის, ნონა, ქურდოვანიძის განცხადებით, კეკელიძის ქუჩაზე, გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ პირებთან ადვოკატებს არ უშვებენ.
მისი თქმით, შსს-მ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს ადვოკატებისათვის ინფორმაციის მიწოდება დაკავებულების ადგილსამყოფელის შესახებ და შეუშვას ადვოკატები მათთან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესის დროს დაკავებულია ადმინისტრაციული წესით 18 და სისხლის სამართლის წესით, სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით, 2 პირი.