სასტიკად ნაცემი და გაზით მოწამლული ხალხი - ხატიაშვილების ოჯახი ბინიდან ძალის გამოყენებით გამოასახლეს
სასტიკად ნაცემი და გაზით მოწამლული ხალხი - კეკელიძის ქუჩაზე მოვლენები დღეს უმძიმესი სცენარით გავითარდა. მთელი ქვეყანა პირდაპირ ეთერში უყურებდა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ სადამსჯელო სპეცოპერაციას. ხატიაშვილების ოჯახის დასაცავად მისულ ადამიანებს აღმასრულებლები და პოლიციის თანამშრომლები ურტყამდნენ წიხლებს, ათრევდნენ თმით და ასე ცდილობდნენ მათ განეიტრალებას. ძალადობრივი გამოსახლების შედეგად ათობით მოქალაქე დაშავდა, 20-მდე კი დააკავეს, მათ შორის ჟურნალისტებიც.
ძალადობრივი სპეცოპერაცია კეკელიძეზე ხატიაშვილების გამოსახლებით დასრულდა. ღის ცის ქვეშ დატოვეს ერთი ოჯახის 5 წევრი, მათ შორის 10 თვის ჩვილი.
აღმასრულებლებმა და პოლიციის თანამშრომლებმა სადარბაზოს კარი სპეციალური ხელსაწყოებით შენგრიეს, ბინაში ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და ამის შემდეგ იქ მყოფი მოქალაქეები ყინვასა და თოვაში ძალადობრივი გზით ქუჩაში გამოჰყარეს.
უმძიმესი მოვლენების მიზეზი საჩხერელი მევახშე, დარეჯან დვალი გახდა. მის სახელზე 6 ბინა და 7 მიწის ნაკვეთია.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.