არა გამოსახლებებს! - სამოქალაქო სექტორი მევახშეების და სისტემის წინააღმდეგ ერთიანდება
ხალხი მევახშეების და სისტემის წინააღმდეგ - დღეს განვითარებულმა უმძიმესმა მოვლენებმა თბილისში ახალ პროტესტს ჩაუყარა საფუძველი. ამ წუთებში მოვლენების ეპიცენტრი ისევ კეკელიძის ქუჩაა. ღია ცის ქვეშ დარჩენილ ოჯახთან ერთად დგანან სამოქალაქო აქტივისტები. უკვე არსებობს გეგმა, რომელიც მომდევნო დღეებში დაგეგმილი გამოსახლებების გაპროტესტებას ითვალისწინებს.
მოთხოვნებს შორისაა დაკავებულების გათავისუფლება. 20-მდე პირი, რომლებზეც დღეს იძალადეს, სასამართლო გადაწყვეტილებას ამ წუთებში ელოდებიან. კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 18 მოქალაქე. ორის წინააღმდეგ კი საქმე სისხლის სამართლის კოდექსით აღძრეს. მათ გამოძიება აღსრულების ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანებას ედავება.
ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.