არასრუწლოვანი შანტაჟი ინტიმური ფოტოებით - დაკავებულია მოქმედი სამხედრო

23.01.24 20:19
არასრუწლოვანი შანტაჟი ინტიმური ფოტოებით - დაკავებულია მოქმედი სამხედრო

 

 

უმძიმესი ბრალდებით მოქმედი სამხედროა დაკავებული. 13 წლის მოზარდზე სექსუალური ძალადობის ფაქტზე ხელბორკილები 23 წლის ჯარისკაცს დაადეს. თავდაცვის სამინიტროს თანამშრომელი მოზარდს აიძულებდა, ინტიმური ფოტოები გადაეღო და მისთვის გადაეგზავნა. ჯერ ემუქრებოდა ფიზიკური ანგარიშსწორებით, შემდეგ კი სკოლის მოსწავლეს აფრთხილებდა, რომ თუ წინააღმდეგობას გაუწევდა ამ ფოტოებს მის მშობლებს გადაუგზავნიდა.

შანტაჟით შეშინებული მოზარდი იძულებული იყო, მოძალადის მოთხოვნები შეესრულებინა. პოლიცია საქმეში მას შემდეგ ჩაერთო რაც, 13 წლის გოგონას დედამ მომხდარის შესახებ შეიტყო.

სამხედრო მოსამსახურე დააკავეს. ახლა ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება მის წინააღლდეგ მისივე მობილურია. ტელეფონის გახსნის შემდეგ სამართალდამცველებმა მოზარდების კიდევ ათობით ფოტო აღმოაჩინეს, რომლებიც, სავარაუდოდ, ასევე მოძალადის მსხვერპლები არიან. ამ შემთხვევაში კი 23 წლის სამხედროს ბრალი დაუმძიმდება.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.