ფულის გამოძალვა, შანტაჟი და მუქარა - ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის 5 პირი დააკავეს
ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ფულის გამოძალვა, შანტაჟი, მუქარით იძულება - საქმეს სამართლდამცველები ერთდოულად რამდენიმე მუხლით იძიებენ.
სპეცოპერაცია თბილისსა და ქუთაისში გამთენიისას ჩატარდა. დაკავებულია 5 პირი, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით, დავებს ქურდული წესებით არჩევდნენ. საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტიცებულება ფარული ჩანაწერებია, სადაც ბრალდებულები ფულის გამოძალვის დეტალებს იხილავენ. იმ შემთხვევაში თუ ბრალდებულები მოთხოვნილ თანხას ვერ მიიღებდნენ, მოქალაქისთვის ავტომანქანის წართმევას გეგმავდნენ.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.