დიდი გადაჯგუფება ოპოზიციაში - ვინ ვისთან გაერთიანდება წინასაარჩევნოდ?

23.01.24 20:28
დიდი გადაჯგუფება ოპოზიციაში - ვინ ვისთან გაერთიანდება წინასაარჩევნოდ?

ყოფილი მეოცნებეები ივანიშვილის დასამარცხებლად ემზადებიან. მთავარი მომლაპარაკებელი გიორგი გახარიაა, რომელსაც კონსულტაციები ყოფილ თანაგუნდელებთან უკვე დაწყებული აქვს. თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ეკა ბესელია, ზვიად ძიძიგური, ლევან გოგიჩაიშვილი - "პირველების" წყაროს ინფორმაციით, ექსპრემიერი მათთან აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს. პირველი, ვინც სხვადასხვა დროს "ოცნებიდან" წასულების შესაძლო პოლიტიკურ მოკავშირეობაზე ალაპარაკდა, ეკა ბესელიაა. 

კონსულტაციები აქტიურ ფაზაშია სხვა პოლიტიკურ პარტიებშიც. ნაწილი სხვა პარტიებთან გაერთიანებაზე ფიქრობს, ნაწილი დამოუკიდებელ თამაშს ირჩევს. ცნობილია, რომ "ლელო" უახლოეს პერიოდში გაერთიანების საკითხს არ განიხილავს. პარტნიორობას არ გამორიცხავენ "გირჩი" და ელენე ხოშტარია და არც მალავენ, რომ ამ შინაარსის შეხვედრები დაწყებული აქვთ.

ოპოზიციის საბოლოო კონფიგურაცია გაზაფხულზე გამოიკვეთება, როდესაც გადაჯგუფებაც დასრულდება და პარტიები აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას გახსნიან.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები