WHO ევროპაში წითელას მზარდი შემთხვევების ფონზე სასწრაფო ვაქცინაციის მოწოდებით გამოდის

23.01.24 20:21
WHO ევროპაში წითელას მზარდი შემთხვევების ფონზე სასწრაფო ვაქცინაციის მოწოდებით გამოდის

ევროპაში წითელას მზარდი შემთხვევების ფონზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია "სასწრაფო" ვაქცინაციის მოწოდებით გამოდის - ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის ოფისი ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, 2023 წლის პირველ 10 თვეში ევროპაში წითელას 30-ჯერ მეტი შემთხვევა დაფიქსირებულა, ვიდრე წინა წლის იმავე პერიოდში.

განცხადებაში ისინი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებენ, “სასწრაფოდ” დაიწყონ იმუნიზაციის კამპანიები.

ჯანმო-ს ცნობით, წითელას შემთხვევების ზრდა ვაქცინაციის დონის დაქვეითებითაა გამოწვეული. წითელა კი, თავის მხრივ, ინფექციური ვირუსია, რომელიც იწვევს ცხელებას, ხველას, და იშვიათ შემთხვევებში, პნევმონიას, ტვინის ანთებასა და სიკვდილს.